2013

ახალმა წელმაც და შობამაც ისე ჩაიარა, რომ ერთი ვერ შემოვიხედე, სასმელების მაღაზია ვიპოვე მანჰეტენზე და მივადექი მაღალი ხარისხის ალკოჰოლს, ნამდვილი ქართული ახალი წელი მოვიწყე, დეკემბრის ბოლოს რო დავიწყე აი ახლა ძლივს წამოვწიე თავი, გასკდა, გასკდა ეს ოხერი, ბრუკლინში რა წავა თორე კაი ბორჯომსაც დაითრევდა კაცი.

შუადღისას ძლივს ავდექი, ჰადსონში დავიბანე ხელ-პირი, დრო ისე გავიდა რო ვეღარ შევამჩნიე მდინარე როგორ დამცხრალა, თავისუფლების ქანდაკებას წყალი ჩირაღდნამდე თუ წვდებოდა ახლა ნაზად ელამუნება ძუძუს თავზე, ცოტა არ იყოს და ამის დანახვაზე მუცელთან რაღაცამ მომიღუტუნა და ცირკის პუტანკები ვინატრე … სადღაც მამჰეტენზე სექს შოფიც უნდა იყოს რამდენადაც მახსოვს ….

ვიქტორიას სიქრითიდან ყველაზე სექსუალური ქალის თეთრეული გამოვზიდე და ჩემს ახლად შეძენილ, გასაბერ “პარასკევას” ჩავაცვი და სადილზე “დავპატიჟე” იქვე სახელდახელოდ გაწყობილ სუფრაზე.

მყუდრო გარემოში, მყუდროდ კიაფობს სანთლის წითელი შუქი, მაგიდასთან ორნი ვსხედვართ  –  მე და ჩემი რეზინის “პარასკევა”. ოფიციანტის ლოდინში დაღლილებს გვიან გამახსენდა რომ ერთადერთი ცოცხალი არსება მთელს დედამიწაზე მე ვიყავი, “რეზინას” მოვუბოდიშე და ხელში თას მომარჯვებულმა ჩიპსებისა და კრეკერების ასორტი შემოვიტანე, საგულდაგულოდ გადანახულ შამპანურს საცობი მოვხსენი და ჩამოვასხი … არ სვამდა, დავაძალე, ფართოდ გაღებულ პირში ჩავურაკრაკე შამპანური და ტუჩებიც მივატანე … როლებში შეჭრილსა და ცხოველურ ინსტიქტებ გაღვიძებულს სიყვარულის ალი მომედო, ჩემთან ერთად იწვოდა “პარასკევაც” და მაგიდაზე საგანგებოდ ანთებული სანთელიც.  პროცესი ხურდებოდა, როცა სიმხურვალე ვიგრძენი, სანთლიდან აკიდებული ცეცხლი, ჩემი გულივით ღვივდებოდა, ვდნებოდი სიყვარულში და დნებოდა “პარასკევაც” … ხელზე დაღვენთილმა რეზინის წვეთმა გამომაფხიზლა, შევკრთი და მაშინღა შევნიშნე ალმოდებული პარასკევა როგორ დნებოდა და იფერფლებოდა ჩემს სიყვარულთან ერთად …. ისევ მარტო დავრჩი …

“პარასკევას” ჩამომდნარი “სხეული” იქვე მახლობლად ებრაულ სასაფლაოზე დავმარხე, გვერდზე მეზობლიდან საფლავის ქვა “ვითხოვე” და “პარასკევ რეზინოვიჩი” ამოვტვირფე.

დაღლილს განცდებში ჩამეძინა, თვალ წინ წარმომიდგა ჩემი ლამაზი პარასკევა და მისი უკბილო, მუდამ ღია მომღიმარი და მრავლის მეტყველი სახე … დილით სველმა გავიღვიძე.

Advertisements
Posted in არეული | %(count)s კომენტარი

23.12 – ეთერი

მთელი დღე მიდთაუნ მანჰეტენზე გავატარე, სი-ბი-ეს ის ყოფილ სტუდიებს ვუტრიალე ირგვლივ და ვეზიდე გადარჩენილი აპარატურა გარეთ, იქვე ტელევიზიის “მარშუტკა” დავითრიე და კუსტარულად პატარა რადიო სადგური ავაწყე.

დღეს ბავშვობის უდიდესი ოცნება ავისრულე – პირველად გავედი რადიო ეთერში, ქართულად და ისის შუაგულ ნიო იორკში; რო იცოდეთ რამხელა ბედნიერებაა, მე ვარ ტექნიკური დირექტორი, მუსიკალური რედაქტორი, წამყვანი და თქვენ წარმოიდგინეთ და მსმენელიც კი. დღემ ისე გაიარა რო ფაქტიურად ვერც გავიგე, საღამოს გადაცემები დავგეგმე და მერე ჰარლემისკენ გავეგმგზავრე.

ჰარლემი დიდად შეცვლილი არ მეჩვენა, მეტი რაღა უნდა დანგრეულიყო ამ ისედაც გასაცოდავებულ არეაში, ყველაფერი ფაქტიურად ისევ ისე დგას როგორც ადრე, სურათებში მქონდა ნანახი. აქ პირველად ვარ, თანაც ცოცხალი სხვა ყველანი კი – მკვდრები, აბა 3 დღის წინ აქ რომ შემოვსულიყავი თეთრი ბიჭი აქედან ჩემს ბუნდღასაც ვერ გაიტანდნენ, ახლა ბედნიერად დავსეირნობ და აქაურობის ბუნებრივობით ვტკბები … ჰარლემა თაჩ ენდ გოუს სიმღერა – ტანგო ინ ჰარლემ გაამხსენდა, “სტუდიაში” დავბრუნდი, სასწრაფოდ მოვიძიე სიმღერა, ეთერში გავუშვი და ოცნებებში გადავვარდი ..

თბილისი, 2003 წელი, 100.3 რადიო ევრიკას ვუსმენ … თან მარშუტკაში ვდგავარ და გეპეიში მივდივარ … დილით შუქი და გაზი არი ყო, ჩაიც ვერ დავლიე, მშია და აჭარის წინ 70 თეთრიან ფენოვნებზე ვოცნებობ, პირველი ფიზიკა მაქვს – ნოე გელაშვილი მასწავლის; ნიშნას არ წერს სანამ არ ჩააბარებ, არც ფული ჭრის და არც არვის მიგზავნა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ ლექცია არ გავაცდინო და ყველაფერი ჩავიწერო; ლაბორატორია ადვილია, 15 ლარი და ჩათვლილია, ლაბორატორიას სხვა კაცი გვასწავლის თან მერვე ლექციაა და ფაქტიურად არასდროს დავსწრებივარ, მადონასგან ვაქსეროქსებდი ყოველთვის მონაცემებს და მერე მამაჩემს ვახსნევინებდი. ბოლოს მახსოვს ქსეროქსი დაკეტილი იყო, ხელით გადმოვიწერე მადონასგან, ფიზიკოს მამაჩემს ამოვახსნევინე და სიამაყით მივედი ლექციაზე მეორე დღეს. ლექტორმა რო ნახა – შვილო შენ სულელი ხარ თუ თავს ისულელებ ეს რეები დამიწერე აქო … რავა ვეტყოდი მამაჩემს ამოვახსნევინე მეთქი, სახლში მისულს მამას ვეჩხუბე ეს რეები დაგიწერია მეთქი …. გარიკვა რომ მადონასგან მონაცემები არასწორედ გადმოვწერე და მამამაც ცდომილების შესამცირებლად ათასი ფორმულა გამოიყენა რო ცდომილება მინიმუმამდე დაეყვანა….

მღძოლმა იამას ისე “რესკად” ააცილა რო იქვე მძდომ დიდ ძუძუებიან დეიდას კალთაში ჩავუჯექი, სწრავად გავძახე გააჩერე მეთქი და ჩამოვხტი.

ამასობაში სიმღერაც დასრულდა, ჩემი ეთერში გასვლის დროა – არ არსებულ მსმენელებს უნდა გავესაუბრო, თორემ ჩემი მუსიკალური რედაქტორი შენიშვნას მომცემს …

 

Posted in არეული | %(count)s კომენტარი

22.12 – ბუღი ასდის ქალაქს.

მანქანის წრიპინმა გამაღვიძა … დაქოქილში ჩამძინებია და ბენზინი მინიმუმს რო მიუახლოვდა გაფრთხილების მიზნით მანქანამ სიგნალი მომცა. დაილოცოს საბჭოთა მანქანები, აბა 06-ს სიგნალი კი არა ის წითელი ნათურა ძლივს უნათებდა, ყველანაირ კომფორტსაც აქვს თავისი დისკომფორტი … რა კარგი სიზმარი ვნახე; სოფელში ვიყავი და ყანაში ვმუშაობდი, გვალვისგან დამსკდარ ნიადაგს გამეტებით ვურტყავდი თოხს და ხელზე გაჩენილ ბებერებს არც კი ვიმჩნევდი … სიცხემ ისე დააჭირა რო ცივ წყაროს ვიცი წყალი ვინატრე … წყალი, წყალი-ს ძახილში გამეღვიძა და ამასობაში წრიპინიც ჩამესმა ყურში. განგებამ გადამარჩინა, არ უნდა ღმერთს ჩემი სიკვდილი თორე დაქოქილ მანქანაში გაგუდული ხალხის მეტი რა გვინახავს სამყაროზე? ნუ, როცა იყო სამყარო, ახლა სადღაა .. ვართ მე და უამრავი ნანგრევი ჩემს ირგვლივ, სიმართლე გითხრათ ნიუ იორკი ასეთ ბუღში 11 სექტებრის მერე არც მინახავს, კიდევ კარგი რომ ზამთარია და  ჰაერიც ასეთუისე სუფთა, თან კრიალაა …

3 დღეში შობა უნდა ყოფილიყო, ხალხი როგორ ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის ..  1 თვის წინ უკვე ყველას ნაყიდი ქონდა საჩუქრები, მადლიერების დღის აღსანიშნავ ფასდაკლებებზე და შეფუთულებს კარადებში ინახავდნენ, მე კი  – როგორც ტიპიური პუნქტუალური ქართველი 24 მდე  მაღაზიებში გასვლასაც არ ვაპირებდი ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრები რო მეყიდა, კარგიც ვქენი, რამდენი ფული დავზოგე? არა რაა, ქართველი ერი მაინც რაღაცნაირი წინდახედულები ვართ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ხვალ იმას დღეს არასდროს ვაკეთებთ, ესეც ერთგვარი წინდახედულობაა მე თუ მკითხავთ, მაგრამ ვინღა მკითხავთ, მარტო ვარ ქვეყანაზე, დაგავიწყდათ?

დღეს გეგმაში ჰადსონის გადაცურვა და ნიუ ჯერზისკენ წასვლაა, აეროპორტში მინდა გავიდე და საქართველოში გადმოვფრინდე, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ არასდროს ვყოფილვარ პილოტის ამპლუაში, ამხელა უბედურობას გადარჩენულს არ მინდა ავია კატასროფაში მოვყვე.

მანქანა გამოვიცვალე და მორიგე შემოვლაზე გავედი, საწმელს ვეძებ, მდიდრულ რესტორნებში ყველგან უმი ლობსტერები და მოუმზადებელი ხორცი აქვთ, მაღაზიებში ე.წ. ჯანკ ფუდის მარაგი მაქვს, წყალი და წვენი არ მაკლია. საბარგული გავავსე ნაირ-ნაირი ნობათით. დიდი შოკოლადის ემ-ენდ-ემის ფიგურა წამოვიღე მათივე მაღაზიიდან თაიმს სქვერზე რო აქვთ, მძღოლის გვერდით სკამზე დავისვი და ველაპარაკები, თან აქა-იქ ვკბიჩავ მის მსუყე სხეულს.

ელემენტი მიჯდება, წავედი ელექტრონიკის მაღაზია მეგულება ახლო-მახლო, მანქანის ადაპტერს “ვიყიდი”.

Posted in არეული | დატოვე კომენტარი

21.12.12 – ეს რა იყო ?!

ძლივს ამოვძვერი … ღმერთო, რა ბედი მაქვს! როგორ გადავრჩი კედლის ორ დიდ ნაგლეჯს შორის ისე მოვხვდი რო სრულიად უვნებელი გამოვძვერი. ირგვლივ სიცარიელე და სიჩუმე სუფევს, ერთ დროს მეგაპოლისის ადგილას ახლა ყველაფერი მიწასთანა გასწორებული. ვდგავარ შუა მანჰეტენზე და ლინკოლნის ცენტრის წინ ვშარდავ … აღმოსაცლეთისაკენ გავუყევი გზას, ვეძებ იქნებ ვნახო ვინმე, მაგრამ სიჩუმეა – არსაიდან ხმა, არსაიდან ძახილი. ცენტრალ პარკი გადავკვეთე და თაიმ სქვერისკენ გავეშურე, დიდი ტელევიზორი მეგულება იქ, იმედი მაქვს რომ რამეს ვნახავ, მაგრამ რას ნახავ აღარაფერია აქაც ყველაფერი მიწასთან გასწორებულა … შორიდან ემფაია სთეით ბილდინგის ანძა შევნიშნე, უკუღმა მიწაში ჩარჭობილა და შენობის ბოლო 6 სართული თავდაყირა კიდია. ეფელ სთორში მოვაღწიე როგორც იქნა, ერთი აქ მეგულებოდა კომპიუტერი, შუშები მთლიანად დამსხვრეულა ვაშლი ყუნწს მოწყვეტია და ძირს დაგორავს … არა, საღოლ მაინც სტივ ჯობს, ეს კომპიუტერები როგორ გადარჩნენ. ორი ცალს ხელი დავავლე, ჩანთაში ჩავიდე და წამოვედი.

დღეს სტალინის დაბადების დღეს, პირველად ვინატრე ძველი, კომუნისტების დრო … მაშინ ხო ყველა ცოცხალი იყო …

არ ვიცი რა ვქნა, მარტო ვარ მთელს ნიუ იორკში და არა მხოლოდ. საკაიფო კადილაკ ესქალეიდი დავითრიე, იქვე პარკინგიდან გამოვაგორე, რა გინდა სულო და გულო, რომელიც გინდა წაიყვანე კაციშვილი არაა შენთვის ხმის გამცემი, თან რომელი მე შენ გეტყვი და ეს სტაფილოსფერი ტაქსები შეგაწუხებენ თუ, პირველად ვიმოძრავე მანჰეტენზე პრობლემების გარეშე, არ ვიცი საით წავიდე, დარწმუნებული ვარ სადმე ცოცხალი იქნება კიდევ ვინმე … ტუნელი აღარ არის, ჯორჯ ვაშინგტონის ხიდიც მგონი ჩანგრეულა, გავიჭედე ვითომ ამ კუნძულზე? უი .. არა პორტში გავალ, გემებს მიაქვთ იქაურობა იქნებ ჯერზიში გადავიდე, მერე იქიდან ნუარკში ჩავალ და აეროპორტში რამე თვითმფრინავს დავითრევ.

ჰადსონი ადიდებული აღმოჩნდა, მომიწევს ლოდინი სანამ ეს დამშვიდდება. ეი-ბი-სის სტუდიებს ჩავუარე, იმედი მქონდა ეთერში გავიდოდი და ხმას მივაწვდენდი სადმე, მაგრამ ყველა სტუდია დანგრეული აღმოჩნდა.

ღმერთო, რა სიწნარეა … როგორ გავაღწიო აქედან?  მომშივდა, დანკინ დონათსთან მტვერში გახვეული დონატები ვიპოვე, სათითაოდ ავხიკე, სული შევუბერე და შევჭამე, იმედია არ მაწყენს, ზრდილობის გულისთვის 5 დოლარიანი დავტოვე დახლზე და რისიტსაც არ დაველოდე.

ამაღამ მანქანაში დავიძინებ, პენსილვანია ჰოტელი აღარ არსებობს, თუმცა მაინც არ დავრჩებოდი საწოლის ხოჭოების მეშინია …

Posted in არეული | 2 Comments